loader

"ჩცდ"-ის მსახიობი დააკავეს, თუმცა, ბადრაგის თანხლებით, საავადმყოფოში რჩება - რა წერია შსს-ს განცხადებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩცდ"-ის მსახიობი დააკავეს, თუმცა, ბადრაგის თანხლებით, საავადმყოფოში რჩება - რა წერია შსს-ს განცხადებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რევაზ ნასიძე ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.