loader

"ჯერ ითვლება მძიმედ" - როგორია დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯერ ითვლება მძიმედ" - როგორია დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დრომდე მძიმეა დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა. ზაზა კახნიაშვილი კლინიკაში კისრის არეში მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორი შობის ღამეს თბილისის ზღვაზე სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ექიმების განცხადებით, დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.