loader

"დედამ ხელწერილის საფუძველზე შეწყვიტა ბავშვის მკურნალობა" - ექიმი გორში 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედამ ხელწერილის საფუძველზე შეწყვიტა ბავშვის მკურნალობა" - ექიმი გორში 10 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვი წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა, ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა.


ავტორი: ია თინიკაშვილი