loader

1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - პირველი კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე ჯიხურს შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - პირველი კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე ჯიხურს შეეჯახა

1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - უბედური შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე. ვრცელდება ინფორმაცია მეორე გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა ამ ცნობას სამართალდამცველები არ ადასტურებენ. დილით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე მუშებისთვის განკუთვნილ ჯიხურს შეეჯახა. დაშავებულები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრები. ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.