ახალი დეტალები ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის შესახებ, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა - ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
10:51 / 09-01-2019
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.