loader

ბელიაშვილის ქუჩაზე სასტიკად ნაწამები ძაღლი იპოვეს, რომელიც თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელიაშვილის ქუჩაზე სასტიკად ნაწამები ძაღლი იპოვეს, რომელიც თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი

ცხოველის სასტიკი წამების მორიგი ფაქტი თბილისში - ბელიაშვილის ქუჩაზე გამვლელებმა ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი შენიშნეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით ის კლინიკაში მიიყვანეს. როგორც გაირკვა, ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი. მცდელობის მიუხედავად, ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვის ეკუთვნოდა ძაღლი, ამ დრომდე დაუდგენელია, ფაქტის თვითმხილველები ჯერ არ გამოჩენილან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო ,თუმცა, რა შედეგით დასრულდება ცხოველის სასტიკი წამებით მოკვლის ფაქტი, უცნობია.
ნახეთ "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი.