loader

სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის საკითხზე მსჯელობისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში, თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის საკითხზე მსჯელობისას

რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეკრება, რომელზეც თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის საკითხი უნდა განხილულიყო, ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. 

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მოუწოდა, ნუ გადააქცევდნენ შეხვედრას პოლიტიკურ არენად. ლევან ონიანმა აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა.

როგორც ტრანსპორტის საკითხების სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ტარიფს შეიმუშავებს. კომისია 21 დღის განმავლობაში შეისწავლის სიტუაციას და ამის შემდგომ განსაზღვრავს ტარიფს თბილისი-რუსთავის მარშრუტზე, მანამდე კი კომპანია "ინტერტრანსი" თანახმაა, რომ მგზავრებს ძველი ტარიფით, 1,50-ის სანაცვლოდ მოემსახუროს.