loader

რა ხდება თბილისის სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციისთვის, სანამ იქ ბავშვები დაბრუნდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციისთვის, სანამ იქ ბავშვები დაბრუნდებიან

თბილისის საჯარო სკოლების ნაწილში, განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. აღნიშნული სამუშაოები სასწავლო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის პრევენციისთვის დაიგეგმა.

როგორც "პალიტრანიუსს" რამდენიმე სკოლის დირექტორმა განუცხადა, სკოლებში სანიტარული და სადეზინფექციო სამუშაოები როგორც სწავლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო სემესტრის განმავლობაშიც განხორციელდება.

მათი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და სკოლები სასწავლო პროცესის დაწყებას მომზადებულები შეხვდებიან. განათლების სამინისტრო, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებს მოუწოდებს, არდადეგების პერიოდი გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ, სველი წესით სისტემატურად დალაგდეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სასკოლო ინვენტარი.