loader

ზვავი სვანეთში, რომელსაც 2 ტურისტი გადაურჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვავი სვანეთში, რომელსაც 2 ტურისტი გადაურჩა

თეთნულდის სათხილამურო კურორტის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მხოლოდ ორი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

როგორც “პალიტრანიუსს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ტურისტები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ.

“უცხოელი სტუმრები თეთნულდის მთაზე იყვნენ ასულნი და აკრძალულ ზონაში იყვნენ გადასულები. ზვავი ჩამოწვა, რა დროსაც ერთ-ერთი უცხოელი ჩაითრია. ტურისტი ამოყვანილია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ორი ადამიანი იმყოფებოდა“, - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

ვიდეო: ლევან ქურდიანი