loader

სასწრაფოს მძღოლი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ჩაეძინა თუ არა საჭესთან ბრალდებულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფოს მძღოლი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ჩაეძინა თუ არა საჭესთან ბრალდებულს

სასწრაფოს მძღოლს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას ადმიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

მათი განმარტებით, ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს იმ საფრთხეებს, რაც ბრალდებულის გათავისუფლებას შეიძლება ახლდეს. ამასთან, პროკურატურამ ბრალის ფორმულირებისას აღნიშნა, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვისას. ადვოკატის თქმით, ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა. დაცვის მხარის პოზიციით, არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა, ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება. შესაბამისად, ადვოკატის პოზიციით ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახე არ უნდა იყოს გამოყენებული. მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო და პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა. წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ასევე ნახეთ:
"ზოგს ფეხი მოტეხილი, ზოგს თავზე ტრავმა, ხელები მოტეხილი" - თვითმხილველები ჭავჭავაძეზე მომხდარი ავარიის დეტალებზე
1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - პირველი კადრები ჭავჭავაძის გამზირიდან, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე ჯიხურს შეეჯახა