"ვეღარ მოითმინა და ასე დასაჯა" - მარნეულში დედამ შვილი ყელის და გულის არეში დაჭრა
12:28 / 13-01-2019
მარნეულში დედამ შვილი დაჭრა. დედა - შვილს შორის კამათი 28 წლის გოგოს ინტიმური ფოტოების გარცელებას მოჰყვა, რომელსაც იგი მეგობარ მამაკაცს სოციალური ქსელით უგზავნიდა. კამათის შემდეგ დედამ შვილს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დანით დაჭრა. როგორც შსს-ში განაცხადეს, პოლიციამ გოგონას დედა უკვე დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.