loader

დღეიდან ის მძღოლები დაჯარიმდებიან, რომელთა ავტომობილებსაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან ის მძღოლები დაჯარიმდებიან, რომელთა ავტომობილებსაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ - საჭირო ინფორმაცია მძღოლებისთვის

დღეიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ. უწყების ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა უკვე დაამონტაჟა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული.