loader

კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "მისო მო მანი კრედიტის" რეგისტრაცია გაუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის 4 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.

აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, დეკემბერ-იანვარში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.