loader

იმის მიუხედავად, თუ სად მკურნალობთ, დღეიდან თქვენი მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიან სისტემაში აისახება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმის მიუხედავად, თუ სად მკურნალობთ, დღეიდან თქვენი მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების ერთიან სისტემაში აისახება

დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსმა ნათია ნოღაიდელმა განაცხადა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.
2019 წლის 1-ლი მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის.