loader

მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - პირველი კადრები მონტაჟის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - პირველი კადრები მონტაჟის გარეშე

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებული არავინაა, თუმცა თავდაპირველად ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

ასევე იხილეთ: რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე ავტომობილის ჩაცხრილვას შეესწრო

მელიქიშვილზე სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს 6 ჭრილობა მიაყენეს - ვარაუდობენ, რომ მანქანის ჩაცხრილვა მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდება

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დაგორდა ჩაცხრილული მანქანა ვერაზე მომხდარი სროლის შემდეგ