loader

რა ხდება თბილისის მეტროში, სადაც მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის მეტროში, სადაც მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს სადგურ სადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ.

როგორც „პალიტრავიდეომ“ გაარკვია, თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.

ავტორები: ქრისტინე გამთენაძე, გიორგი მოსაშვილი

ასევე იხილეთ: რა ხდებოდა თბილისის მეტროში, როცა ერთმანეთის პირისპირ 2 მატარებელი აღმოჩნდა - ხალხი გაოცებულია