loader

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე ავტომობილის ჩაცხრილვას შეესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება თვითმხილველი, რომელიც მელიქიშვილზე ავტომობილის ჩაცხრილვას შეესწრო

სროლა თბილისის ცენტრში - ვერაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს. სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, მელიქიშვილის ქუჩაზე ჩავიდა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებული არავინაა, თუმცა, თავდაპირველად ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა. როგორც ირკვევა, დაცხრილული ავტომობილი 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნის. ის საჩხერეში ცხოვრობს. დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - პირველი კადრები მონტაჟის გარეშე

მელიქიშვილზე სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს 6 ჭრილობა მიაყენეს - ვარაუდობენ, რომ მანქანის ჩაცხრილვა მარგველაშვილის სიძის სამეგობროს უკავშირდება

სათვალთვალო კამერის კადრები: როგორ დაგორდა ჩაცხრილული მანქანა ვერაზე მომხდარი სროლის შემდეგ