loader

საზარელი შემთხვევა გორთან: ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი ემსხვერპლნენ - წყვილს 3 და 4 წლის შვილები დარჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი შემთხვევა გორთან: ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი ემსხვერპლნენ - წყვილს 3 და 4 წლის შვილები დარჩა

საზარელი შემთხვევა გორთან - ძველით ახალ წელს სოფელ ძევერასთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ფეხმძიმე ცოლი ემსხვერპლნენ. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შედეგად მანქანში მყოფი ცოლ-ქმარი: 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და 1991 წელს დაბადებული მარიამ პანამარენკო დაიღუპნენ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო. ოჯახი მესამე ბავშვს ელოდებოდა. ავარიისას გარდაცვლილებს სამი და ოთხი წლის შვილები დარჩა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმფობოდნენ და ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. როგორც "პალიტრანიუსს" უწყებაში განუცხადეს, ავტომანქანაში შემთხვევის დროს მხოლოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.