loader

მძიმე ავარია ჭალადიდში: მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია ჭალადიდში: მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და არხში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი პირი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. თვითმხილველის თქმით, მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი და მეზობელი იმყოფებოდა, რომელიც გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავტორი: მაია ძაგანია