X
რა ხდებოდა თბილისის მეტროში, როცა ერთმანეთის პირისპირ 2 მატარებელი აღმოჩნდა - ხალხი გაოცებულია
23:08 / 15-01-2019
თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია. მგზავრებს სადგურ სადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ.

როგორც "პალიტრავიდეომ" გაარკვია, თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეწყდა. მერიაში არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის ხარვეზზეა საუბარი ან რა ვითარებაში შეიქმნა პრობლემა.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.


ასევე იხილეთ: რა ხდება თბილისის მეტროში, სადაც მეორე ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა