loader

"წაქცეულია ავტობუსების მოსაცდელი, გადახდილია სახურავები" - ბათუმში მძვინვარე ძლიერ ქარზე კომენტარს ქალაქის მერი აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წაქცეულია ავტობუსების მოსაცდელი, გადახდილია სახურავები" - ბათუმში მძვინვარე ძლიერ ქარზე კომენტარს ქალაქის მერი აკეთებს

ძლიერი ქარის გამო ბათუმის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობის სახურავი დააზიანა. წაქცეულია რამდენიმე ხე.

"ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე ადგილზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ახორციელებს",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.