loader

რა ხდებოდა დღეს ადგილზე, სადაც ავარიას გუშინ 3 ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა დღეს ადგილზე, სადაც ავარიას გუშინ 3 ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

"დაარეგულირე სიცოცხლისთვის" - ამ მოწოდებით ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია-მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეებმა ამ ფორმით გზის ამ მონაკვეთზე ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო "ჭკვიანი კამერების" დამონტაჟება მოითხოვეს. მათი თქმით, გზაზე კამერების არარსებობის გამო ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევები ფატალურად მთავრდება. საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით უკვე მზადაა განცხადება, რომელსაც შესაბამის უწყებებს წარუდგენენ. აქციის მონაწილეებმა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიიტანეს და განცხადება წაიკითხეს.