loader

ინფორმაცია მწეველებისთვის სიგარეტის კიდევ უფრო გაძვირებასთან დაკავშირებით - "ეს არის დასაწყისი, ზრდა იქნება უფრო დიდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია მწეველებისთვის სიგარეტის კიდევ უფრო გაძვირებასთან დაკავშირებით - "ეს არის დასაწყისი, ზრდა იქნება უფრო დიდი"

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის გრაფიკის შემუშავებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ბიზნესმა ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, საქართველომ თამბაქოს ნაწარმის აქციზზე 8 წელიწადში უნდა მიაღწიოს ევროპის საბჭოს დირექტივით გათვალისწინებულ მინიმალურ განაკვეთს, რაც გულისხმობს 1 000 ღერ სიგარეტზე 90 ევროს აქციზის დაწესებას. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის არსებობა, ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია. მისივე განცხადებით კერძო სექტორს საქმიანობის დასაგეგმად პროგნოზირებადი გარემო სჭირდება

ბრითიშ ამერიქან თობაქოს კორპორატიული დირექტორი აცხადებს, რომ პირველი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის ზრდა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე და სრულიად მოულოდნელად მოხდა. ზვიად ცხვიტარიძის განმარტებით, ამ ფაქტმა უკვე გამოიწვია სიგარეტის გაძვირება. მისივე ინფორმაციით, ფასების მატება გაგრძელდება. ამასთან ცხვიტარიძე აცხადებს, რომ აქციზის გადასახადის ზრდა არარეგალური ვაჭრობის მატებასაც გამოიწვევს.