უმძიმესი კადრები: როგორ გამოიყურება სახლები, სადაც აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ მთელი ქვეყანაში შეძრა. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი. არიან დაშავებულებიც. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაშავებული 8 ადამიანი მკურნალობას კლინიკებში გადის. აქედან ექვსი არის ბავშვი და ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ორ მოზრდილ პაციენტს, სერგეენკოს თქმით, ისინი ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარი ტრაგედიის გამო პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"