loader

მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის სხდომა 16 იანვარს არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო. მთავრთობის სხდომა 14:00 საათზე უნდა გამართულიყო.

ამასთან, მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოს მასშტაბით გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.