loader

მძიმე და ემოციური კადრები ქაშუეთიდან - დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ტაძრიდან გამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე და ემოციური კადრები ქაშუეთიდან - დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ტაძრიდან გამოასვენეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დები და ერთ-ერთი დაღუპულის მცირეწლოვანი ვაჟი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით გრძელდება, სადაც დაღუპულებს დაკრძალავენ.

გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.