loader

აქამდე უცნობი დეტალები და გარემოებები სასტიკად ნაცემი, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას შესახებ - რა უძღვოდა წინ ტრაგედიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქამდე უცნობი დეტალები და გარემოებები სასტიკად ნაცემი, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას შესახებ - რა უძღვოდა წინ ტრაგედიას

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" გადაცემის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ახალ დეტალებსა და გარემოებებზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ისაუბრა იმის თაობაზეც, თუ რა უთხრა მას გარდაცვლილი გოგონას მამამ და რაზე საუბრობენ მეზობლები.

ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.