კადრები უმონტაჟოდ გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესიდან, სადაც მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა
18:53 / 24-01-2019
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.