loader

"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძის სიტყვა სასამართლოზე, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძის სიტყვა სასამართლოზე, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია

"ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძის ამ სიტყვებმა საზოგადოებაში  დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: "ხელი გაწიე, რატომ მეჭიდავები?" - როგორ ტოვებს გეგა გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას