loader

"ხელი გაწიე, რატომ მეჭიდავები?" - რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებასთან, როცა გეგა გეგეშიძე გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გაწიე, რატომ მეჭიდავები?" - რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებასთან, როცა გეგა გეგეშიძე გაათავისუფლეს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება დატოვა. მას დაწესებულებასთან ახლობლები და მოჭიდავეები დახვდნენ. გეგეშიძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

გეგეშიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სწორედ გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: "ჩემი ჩამოშორება დაღუპავს და ჩამოაქცევს ფედერაციას და ქვეყანას" - გეგა გეგეშიძის სიტყვა სასამართლოზე, რომელმაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია