loader

პოლიციამ მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. ის საკუთარი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ინფორმაციით, მან მშობელს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.