X
"გირგვლიანის მკვლელები მე ჩავსვი ციხეში" - დაპირისპირება ირაკლი კაკაბაძესა და ლევან მურუსიძეს შორის
11:49 / 27-01-2019
"გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა" - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასტუმრო "რედისონის" წინ მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კაკაბაძე ლევან მურუსიძესთან მაშინ მივიდა, როდესაც მოსამართლე სასტუმროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შედიოდა. აქციის მონაწილებმა ლევან მურუსიძე შეძახილებით შეაცილეს შენობაში და მოითხოვეს, მან უარი თქვას სამოსამართლეო საქმიანობაზე, რადგან აქციის მონაწილეთა განცხადებით, მურუსიძეს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, კერძოდ, "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის". მათ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირობებში და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.

ავტორი: ნიკა საჯაია
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე