loader

ფოთში ამ წუთებში ხმაურია: "ეს არის საშინელება... გახარებულები ჩაქუჩებით ამტვრევენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთში ამ წუთებში ხმაურია: "ეს არის საშინელება... გახარებულები ჩაქუჩებით ამტვრევენ"

ფოთში ამ წუთებში ბაზარის შიდა და მიმდებარე პერიმეტრზე ჯიხურებისა და გარემოვაჭრეთა ე.წ. დახლების აღების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება მოვაჭრეთა ნაწილი, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახლების აღების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავს და არც გაუფრთხილებიათ. „მოვიდნენ და დაიწყეს დახლების დაშლა. ეს არის საშინელება. ადამიანობის არაფერი გააჩნიათ, ჩაქუჩებით გახარებულები ამტვრევენ. ზაფხულში გვეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა შემოვლა. მოსულიყვნენ გუშინ და გავეფრთხილებინეთ თუ ამას აპირებდნენ. ახლა რა უნდა ვქნათ და რითი ვიარსებოთ?“, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოვაჭრე მარინა რუხაძემ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მოვაჭრეები გაფრთხილებულები იყვნენ.
ადგილზე სამართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

ავტორი: მაიკო ძაგანია