loader

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში: როგორ გააქვთ ინვენტარი პარლამენტის ყოფილი შენობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში: როგორ გააქვთ ინვენტარი პარლამენტის ყოფილი შენობიდან

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობიდან ინვენტარი გააქვთ. ადგილზე სატვირთო ავტომობილი იმყოფება. მუშების ინფორმაციით, სამუშაოები ორი დღის წინ დაიწყო და შენობიდან გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და სხვა ავეჯი.

შეგახსენებთ, ახალი რეგლამენტით, პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა და საგაზაფხულო სესია თებერვალში თბილისში გაიხსნება. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიციო ჰაბი განთავსდება, თუმცა, როდის დაიწყებს ფუნქციონირებას, დაზუსტებული არაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი