loader

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "სარფზე" დღეს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "სარფზე" დღეს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "სარფზე" დღეს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეფერხდება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

"საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი" ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 11:00-19:00 კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება.

თურქეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.