loader

კადრები უმონტაჟოდ პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებას ხანძარი მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უმონტაჟოდ პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებას ხანძარი მოჰყვა

პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი


ასევე იხილეთ: პირველი კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა

"40 წუთის შეშვებულები მყავდნენ" - პირველი კომენტარი ბინის მეპატრონესთან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქება მოხდა