loader

ბინის მეპატრონეს, რომლის სახლშიც 7 ადამიანი გარდაიცვალა, გულის შეტევა დაემართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბინის მეპატრონეს, რომლის სახლშიც 7 ადამიანი გარდაიცვალა, გულის შეტევა დაემართა

ბინის მეპატრონე, რომლის სახლშიც CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ბინის მეპატრონე ალექსანდრე მურადოვი გულის შეტევით შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმის თქმით, ნერვიულობის ნიადაგზე პაციენტს მაღალი წნევა ჰქონდა. მისივე განცხადებით, ბინის მეპატრონემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა . სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მას პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს. ისნის პოლიციის განყოფილებაში ბინის მეპატრონის გარდა გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები და მეზობლები. გამოძიებას აინტერესებს, ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა.

იხილეთ თემაზე: რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ბინაში ცხედრები აღმოაჩინა

"ზოგიერთი მათგანი საწოლზე დამხობილი აღმოაჩინეს, ზოგი სააბაზანოსთან..." - ისანში მომხდარი ტრაგედიის მძიმე დეტალები

"ფოტოები გვაჩვენეთ, რომ გავიგოთ, ჩვენი ოჯახის წევრები არიან თუ არა" - მამაკაცის ემოციური მიმართვა პოლიციას, ტრაგედიის ადგილზე

"ჩვენი ახლობლები იყვნენ, მამა-შვილი..." - ისანში, ტრაგედიის ადგილას ნათესავი მივიდა

რას ჰყვება მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებიც ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ

პირველი ცნობები ისანში, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ