loader

რუსთავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი გარდაიცვალა: "37 წლის მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი გარდაიცვალა: "37 წლის მამაკაცი მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა"

რუსთავში პოლიციელი გარდაიცვალა. შსს-ს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ჩხუბის მონაწილეებს პოლიციელები აშველებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი სამართალდამცველი, 37 წლის მ. მ. მოულოდნელად ცუდად გახდა და დაბლა დაეცა.

პოლიციელი მალევე "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.