loader

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზს ასახელებს

"თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია" - ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი.

"პირველად - გასული წლის 4 მაისს და მეორედ - გასული წლის 12 დეკემბერს, თუმცა ოჯახმა დანადგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია.

შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი მოიწამლა" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.



ასევე დაგაინტერესებთ: თბილისში, CO-თი ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა: მოიწამლა ოჯახის ექვსი წევრი