loader

2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული დანადგარი ჩაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული დანადგარი ჩაჭრეს

2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. „ ყაზტრანსგაზ- თვილისის“ ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თვითნებურად მიერთებული გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია როგორც მათთვის, ასევე კორპუსსში მცხოვრები მეზობლებისთვის.