loader

ცხინვალში დაკავებული მამა დავითის გათავისუფლების პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხინვალში დაკავებული მამა დავითის გათავისუფლების პირველი კადრები

სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული სასულიერო პირი გაათავისუფლეს, - აღნიშნული ინფორმაცია„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში გადასცეს. მამა დავით დურგლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანენ. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გუშინ დააკავეს. დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ავტორი: ია თინიკაშვილი