loader

ვინ არის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ კადრებს ავრცელებდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ კადრებს ავრცელებდა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

"პალიტრანიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ facebook-ის გვერდით- “buba lomtatidze” - ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა. რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი "samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც "youtube"-ზე კადრები ატვირთა.


ასევე დაგაინტერესებთ: "სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, მეუღლესთან ერთად იხდის" - მეტი დეტალი პირზე, რომელმაც ეკა ბესელია ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა