X
თბილისში 5 "კანონიერი ქურდი" დააკავეს - როგორ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია დედაქალაქში
17:36 / 11-02-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილე 5 პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
პატარძლის ემოცია, როდესაც მეუღლემ საყვარელი მომღერალი ქორწილში მიუყვანა
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
როგორ გამოიყურება აზერბაიჯანში წარმოებული GAZ-ის ავტომობილები
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები