loader

ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის კომენტარი

წყნეთში მიმავალი ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ექვსი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი ერთი პაციენტი მიიყვანეს.

როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა წყნეთის გზაზე დღეს დილით მოხდა. წყნეთში მიმავალ ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა. 



ასევე დაგაინტერესებთ: კადრები წყნეთიდან, სადაც ავტობუსი დაგორდა და ხეები მოგლიჯა, დაშავებულია 7 ადამიანი - რას ამბობს მძღოლი