კადრები სასამართლოდან, სადაც 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის პროცესი გაიმართა
14:23 / 12-02-2019
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა.
წინასასამართლო სხდომა 4 აპრილს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.