X
"ჯერ დედა მოკლა ცემით და მერე სახლი დაწვა" - რას ჰყვებიან მეზობლები ხილიანზე გაჩენილ ხანძარზე
19:52 / 12-02-2019
ხილიანზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

როგორც "პალიტრავიდეოს" ადგილობრივებმა განუცახდეს, საცხოვრებელი სახლის მეპატრონე სახლის დაწვით ხშირად იმუქრებოდა. მათივე განცხადებით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც წაუკიდა. მეზობლების ინფრომაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედამისს, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი მოედო. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: ხილიანზე კერძო სახლი იწვის - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია