loader

"გაზის შემოწმებაზე ვართო" - ბათუმში 84 წლის ქალი სკამზე დააბეს, სცემეს და გაძარცვეს - დაკავებულია 2 პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაზის შემოწმებაზე ვართო" - ბათუმში 84 წლის ქალი სკამზე დააბეს, სცემეს და გაძარცვეს - დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 84 წლის ქალის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკვეს. დაკავების ღონისძიება ხელვაჩაურში, ხალვაშის ქუჩაზე განხორციელდა. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

ბათუმში დღეს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 84 წლის ქალბატონი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განმარტებით, სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ორი მამაკაცი გაზის ინკასატორებად გაეცნო და სახლში მოტყუებით შეაღწია. მოხუცის თქმით, მძარცველებმა იგი სკამზე დააბეს, შემდეგ კი ოქრო და ძვირფასეულობა წაიღეს. ქალბატონო სავადნყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის ზედაპირული დაზიანება აღენიშნება.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: როგორ დააკავეს ბათუმში 84 წლის მოხუცის ძარცვაში ბრალდებულები