loader

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. ზაალ ლატარია ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. მას გამოძიება ფარული კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას ედავება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული.