loader

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს

ეროვნული ბანკი "თიბისი" ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და თავმჯდომარის მოადგილის ბადრი ჯაფარიძის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ თავად ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. როგორც ბანკში აცხადებენ, თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად. განცხადება ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული „თიბისი ბანკზე“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.