loader

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი - ადვოკატის ინფორმაციით, უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი - ადვოკატის ინფორმაციით, უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს

მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზი სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარი დიაგნოზით თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით არის გადაყვანილი. უწყების განცხადების მიხედვით, მსჯავრდებულისთვის გადაღებულმა კარდიოგრამამ არსებითი ცვლილებები არ აჩვენა, რის გამოც გიორგი მამალაძის სტაციონარში გადაყვანა სასწრაფო დახმარების მედპერსონალმა საჭიროდ არ მიიჩნია. დეკანოზის ადვოკატების ინფორმაციით, პაციენტს უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს. ადვოკატის ინფორმაციით, კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.